ხარაჩოების ინსპექტირების ჯგუფი
ინსპექტირების ეტაპები
1. ეტაპი.განაცხადის შემოტანა ინსპექტირების ორგანოში დაინტერესებული იურიდიული ან კერძო პირის მიერ ხარაჩოს ინსპექტირების სამუშაოების ჩატარების შესახებ, ორგანიზაციის რეკვიზიტების ჩვენებით.
2. ეტაპი.ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელობის მიერ განაცხადის განხილვა და გადაწყვეტილების მიღება. ინსპექტირების ორგანოს თანამშრომელი მაძიებელს აცნობს ინსპექტირების სქემასა და ინსპექტირების პირობებს.
3. ეტაპი.იმ შემთხვევაში თუ მაძიებელი ეთანხმება ინსპექტირების და პირობებს, მაშინ ურთიერთშეთანხმების საფუძველზე ხდება ინსპექტირების საფასურზე შეთანხმება და ხელშეკრულების გაფორმება ენერგეტიკულ ობიექტებზე საინსპექციო სამუშაოების შესრულებაზე.
4. ეტაპი. კონკრეტულ ობიექტზე ინსპექტირების პროგრამის შედგენა, ინსპექტირების ჩატარების დაგეგმვა და ორგანიზაცია (ინსპექტორების დანიშვნა, საინსპექციო კონტროლის ხარისხზე პასუხისმგებელი პირის დანიშვნა, გრაფიკის შედგენა და ინსპექტირების საქაღალდის გახსნა თითიეული დამკვეთისათვის და სხვა);
ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი აყალიბებს შესაბამისი
სპეციალობის ექსპერტებისაგან/ინსპექტირებისგან შემდგარ სამუშაო ჯგუფს ,
რომელიც შეიმუშავებს სამუშაო პროგრამას და დასამტკიცებლად წარუდგენს
ინსპექტირების ორგანოს.
სამუშაოების პროგრამა:
ა)
სამუშაოს ჩატარების საერთო დებულებები:
- ობიექტის დასახელება (იურიდიული მისამართი, საფოსტო მისამართი,
სრული დასახელება, იურიდიული სტატუსი, ტელეფონები, ფაქსი, E-mail,
პირველი ხელმძღვანელის სახელი და გვარი);
-
ინსპექტირებისს ჩატარების საფუძველი;
-
ინსპექტირების მიზანი;
ბ)
სამუშაოს უსაფრთხოდ ჩატარების უზრუნველყოფის პირობები:
-
სამუშაოს ორგანიზაციის თანმიმდევრობა;
-
სამუშაოს ჩატარებისათვის პასუხისმგებელი პირები;
-
სამუშაოს ჩატარების თანმიმდევრობა:
5. ეტაპი.
კონკრეტულ ობიექტზე ინსპექტირების სამუშაოების ჩატარება
(გასვლა ობიექტზე, ობიექტის შემოწმება, შეუსაბამობების გამოვლენა და
აღრიცხვა შესაბამის ფორმაში);
ინსპექტირების ექსპერტები შეისწავლიან და ამზადებენ დასკვნას:
-
ობიექტზე ინსპექტირების შედეგების შესახებ ინსპექტირების
ორგანო აცნობებს ობიექტის ხელმძღვანელს, რომელიც ხელმოწერით
ადასტურებს მიღებულ ცნობას.
6. ეტაპი. ინსპექტირების შედეგების გაფორმება - შეუსაბამობების დოკუმენტირება, შედეგების მიხედვით აქტის გაფორმება, რომელიც ასახულია საბოლოო ინსპექტირების ანგარიშში.
7. ეტაპი. ინსპექტირების შედეგების მიხედვით ტექნიკური საბოლოო ანგარიშის გაფორმება და დამკვეთზე გადაცემა, რომელიც ხელმოწერით ადასტურებს მიღებულ ანგარიშს.
8. ეტაპი. ადრე გამოვლენილი შეუსაბამობების გასწორების კონტროლი;
9. ეტაპი. ინსპექტირების პროცესის დამთავრება და ინსპექტირების
10. ეტაპი. ინსპექტირების პროგრამის შედეგების მიხედვით გაკეთებული დასკვნის საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი საბოლოო ანგარიშის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი, ტექნიკური დირექტორი და ხარისხის მენეჯერი. ანგარიში ფორმდება ერთიანი ფორმის ბლანკზე, რომელსაც ხელს აწერენ ინსპექტირების ორგანოს ხელმძღვანელი, ტექნიკური დირექტორი და ის ინსპექტორი რომელმაც უშუალოდ მოახდინა შესამოწმებელი ობიექტის ადგილზე ინსპექტირება. ინსპექტირების ანგარიში დასტურდება ორგანოს ბეჭდით. საბოლოო ანგარიში ასლი ინახება ინსპექტირების ორგანოში. ინსპექტირების ორგანოს მიერ გაცემული ანგარიშები რეგისტრირდება ინსპექტირების ორგანოს რეესტრში. ანგარიშების შენახვაზე პასუხისმგებელია მისი მფლობელი და ხარისხის მართვის მენეჯერი, რომელიც აკეთებს ინსპექტირების მთლიან რეესტრს, რაც მოიცავს განაცხადის წარდგენიდან საბოლოო ანგარიშის გაცემამდე წარმოშობილ ყველა დოკუმენტსა და ჩანაწერს. ანგარიშის მოქმედების ვადა განისაზღვრება არაუმეტეს ერთი წლისა.