ხარაჩოების ინსპექტირების ჯგუფი

აპელაცია

ინსპექტირების შედეგების მიმართ მისი პრეტენზიის არსებობის შემთხვევაში მაძიებელს უფლება აქვს ინსპექტირების ორგანოში შეიტანოს აპელაცია. აპელაციას განიხილავს შექმნილი სააპელაციო კომისია, რომელშიც შედიან როგორც ინსპექტირების ორგანოს წარმომადგენლები (დირექტორი, ტექნიკური დირექტორი, ხარისხის მართვის მენეჯერი) ასევე, საჭიროებისამებრ მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები. კომისია განიხილავს საჩივარს (პრეტენზიას) და გამოიტანს გადაწყვეტილებას შედეგების შენარჩუნების ან კორექტირების შესახებ. ინსპექტირების ორგანო ამზადებს და უგზავნის წერილობით პასუხს მაძიებელს აპელაციის მიღებიდან 20 დღის ვადაში.